ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს

14 დეკემბერი 2021, 12:39 718 ნახვა

საერთაშორისო საციგურაო კავშირმა მსოფლიო რეიტინგული ქულებისა და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპებზე მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 10 ქვეყნის ნუსხა, რომელიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს გუნდურ შეჯიბრებაში. ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობების ისტორიაში, საქართველომ პირველად მოიპოვა ოლიმპიადის ამ სეგმენტში მონაწილეობის მიღების უფლება და ოთხივე სახეობაში მოპოვებული ლიცენზიებითა და ჯამური 1 472 ქულით ისეთი ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, როგორებიცაა რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, ჩინეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი და უკრაინა. პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა 2022 წლის 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები კი 8 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში