საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

14 დეკემბერი 2021, 11:05 942 ნახვა

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 722 პირი. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 264 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 991 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.15%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა - 239, იმერეთი - 658, ქვემო ქართლი - 215, შიდა ქართლი - 312, გურია - 158, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 301, კახეთი - 170, მცხეთა-მთიანეთი - 131, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 360, აჭარაში - 511, იმერეთში - 1 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 124, იმერეთში - 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 38, იმერეთში - 31. 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 265 - აჭარაში. 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი