პატიმრის ოჯახი უკანონო პატიმრობაზე საუბრობს

10 მაისი 2016, 00:00 5046 ნახვა

პატიმრობაში მყოფი 24 წლის ლაშა კახნიაშვილის ახლობლები უკანონო პატიმრობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. ის 2015 წლის ოქტომბერში დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას რამდენჯერმე აქვს გაკეთებული ოპერაცია ფილტვზე,  საპყრობილეში კი  შესაბამისი სამედიცინო მომსახურება  არ უტარდება. კახნიაშვილს პირველ ეტაპზე გირაო 30 ათასი ლარი შეეფარდა, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა და მუხლი პატიმრობით შეიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი