კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობისთვის თავდაპირველად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე. თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, სადაც გაირკვა, რომ პაატა გურასპაული კანდიდატურას მოხსნიდა ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა გამოცხადდა და სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო.