ბათუმში აჭარის ბავშვთა სარაგბო ფესტივალი იმართება, სადაც 5 მუნიციპალიტეტის 300 მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ფესტივალის მიზანი სპორტსმენების განვითარება და რაგბის პოპულარიზაციის გაზრდაა. ტურნირი 2 დღის მანძილზე გაგრძელდება და გამარჯვებული გუნდები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.