ბათუმის დინამომ სატრანსფერო სეზონი გახსნა

10 დეკემბერი 2021, 09:59 1175 ნახვა

ბათუმის დინამომ სატრანსფერო სეზონი გახსნა ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ, დინამო ბათუმმა პირველი ტრანსფერი განახორციელა. 2022 წლიდან გია გეგუჩაძის გუნდს გორის დილას ფეხბურთელი ირაკლი ბიძინაშვილი შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის დინამო უკვე დატოვეს გიული მანჯგალაძემ, ვაკო თევდორაძემ, მალხაზ გაგოშიძემ, გიორგი ნიქაბაძემ, ლუკას გროცურეკმა და ლაშა შინდაგორიძემ.

რაც შეეხება ბიძინაშვილს, 24 წლის ნახევარმცველმა დინამოსთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი