საოპერო მუსიკის საღამო ხელოვნების ცენტრში. კონცერტში ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი ლელა სიხარულიძე და ამ კონცერტისთვის სპეციალურად მოწვეული, ახალგაზრდა ტენორი გიორგი სტურუა მონაწილეობდნენ.
პირველად, სპეციალურად კონცერტისთვის შედგა კოლაბორაცია ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლასთან, რომლის ფარგლებშიც მუსიკალური სკოლის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის მუსიკალური დახვედრა მოაწყვეს.
საღამოზე მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთ სივრცეში ორი მუსიკალური კონცერტისთვის მოესმინა.