მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე წერილში ახსენებს მოწოდებას დიდ შერიგებაზე. პოლიტიკოსების ნაწილი ამ ინიციატივაში პერსპექტივას ვერ ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ ინიციატივა რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ „შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება“, რის ნიშანწყალიც არ ჩანს. იზიარებენ შემდეგ პოზიციასაც, იმის მიუხედავად, რომ ეროვნული შერიგებაც უნდა შედგეს და თაობაც შეიცვალოს, საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება "შერიგების ფორმატში" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.