უახლოეს დღეებში იგეგმება ჩვენი კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში. დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორის სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, შესაძლოა, კონსილიუმს სხვა დარგის სპეციალისტებიც დაემატოს.
"უახლოეს დღეებში მონიტორინგის მიზნით იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში. ასევე ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც შესაბამისი მიმართულებებით, რადგან უკვე ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც რა თქმა უნდა, მხარეს შეუძლია, გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა ლომჯარიამ.