თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი უკვე 3 საათია მიმდინარეობს.
პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი. ამის მიზეზად მან გუშინ გავრცელებულ წერილში სისუსტე დაასახელა.
სასამართლო პროცესზე დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს.