აშშ და რუსეთის პრეზიდენტების საუბარი უკრაინაზე

08 დეკემბერი 2021, 20:10 623 ნახვა

უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინასთან საქართველოს აქვს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზა.

თურქეთი კი მზად არის მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კი აცხადებს, რომ პუტინის მიზანი შესაძლოა საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გათვალისწინებული აღარ არის. როგორც „პოლიტიკო“ წერს, რუსული გაზსადენის წინააღმდეგ სანქციებს რესპუბლიკელი სენატორები ითხოვენ.

ამავდროულად, კომპრომისული ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს 300 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის მხარდასაჭერად, რაც 50 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე ბაიდენმა მოითხოვა, მათ შორის 75 მილიონი აშშ დოლარია ლეტალური იარაღისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში