აქცია – შეიწყალოს პრეზიდენტმა ექს-პრეზიდენტი

08 დეკემბერი 2021, 20:15 1052 ნახვა

აქცია მე-3 პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით, მე-5 პრეზიდენტის რეზიდენციასთან. შეკრებილები ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, არსებული დაძაბული ფონი შერიგების პოლიტიკით შეცვალოს. მათ პრეზიდენტს შეხვედრა მოსთხოვეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი მალევე ფეისბუკის გვერდზე განცხადება გაავრცელა,რომელშიც უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ერთ-ერთ პუნქტში ახსენა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მოთხოვნა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი