საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 130 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, „პისიარ“ ტესტით – 21 457.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,96%.
სულ ჩატარდა 2 264 582 აცრა, დღიურად აცრილია 11 943.