მოზარდის მკვლელობის საქმე - დაკავებულ ორ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

07 დეკემბერი 2021, 10:58 931 ნახვა

15 წლის მოზარდის საქმეზე ორ ბრალდებულ არასრულწლოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე აღნიშნავს, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, რაზეც გამოძიებაა აღძრული. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი