ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ

07 დეკემბერი 2021, 11:57 1086 ნახვა

„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა 24 იანვარს გაიმართება. „ნეტფლიქსმა“ სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“ უჩივლა.

როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. კერძოდ, ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში