მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ უნდა შეძლონ ღამის კლუბებმა ფუნქციონირება - გიორგი ღიბრაძე

07 დეკემბერი 2021, 11:38 873 ნახვა

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების წარმომადგენლებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ერთის მხრივ სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება და მეორეს მხრივ მათი ფუნქციონირება გადაზღვეული იყვეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

ღიბრაძის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა.

კითხვაზე: „როდის შეიძლება ველოდოთ გადაწყვეტილებას, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა უნდა ელოდონ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება პოზიციები როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი