ბათუმელმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები მოიპოვეს

06 დეკემბერი 2021, 10:50 1013 ნახვა

4-5 დეკემბერს   ლიეტუვის ქალაქ კაუნასში კონტაქტურ კარატეში ევროპის თასის გათამაშება ჩატარდა,  რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრებაც იყო.  

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა. ლევან ცინცაძის შეგირდებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.  

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მოიპოვა.

ლიცენზიის მფლობელი გახდა 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით მსხალაძე, მინდია მგელაძე 65 კგ კატეგორიაში კი  მესამე ადგილზე გავიდა.

ტურნირის საუკეთესო მებრძოლად ბათუმელი დათა ფუტკარაძე დასახელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი