აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს, ვიდეო ფორმატით შეხვედრისას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.
ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. ცნობილია, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება სხვა საკითხებიც.