ქართველური ტომი ხალიბები მრავალი ისტორიული ცნობით, რკინის წარმოების პიონერებად ითვლებოდნენ.
სწორედ საქართველოს სამხრეთში ტომი იყო მსოფლიოში პირველი, ვინც დაიწყო რკინის მადნის დამუშავება და სასოფლო-სამეურნეო თუ საომარ იარაღად გარდაქმნა, თუ აქამდე ამაზე ისტორიის მამის ჰეროდოტეს, ასევე სტრაბონის ნაშრომები და აღმოსავლური წყაროები მხოლოდ ტექსტუალურად გვამცნობენ, ახლა აჭარაში აღმოჩენილი არტეფაქტებით, ეს უკვე ფაქტუალურადაც მტკიცდება.