მოსამართლეების დანიშვნები აშკარად საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ განხორციელდა - კარლ ჰარცელი 

03 დეკემბერი 2021, 14:30 771 ნახვა

დანიშვნები აშკარად განხორციელდა ევროპის საბჭოს, ეუთო-ს კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან ევროკავშირი და აშშ, რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

კარლ ჰარცელმა თქმით, ეს ხელს არ უწყობს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას.

„თქვენ ალბათ იხილეთ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის გუშინდელი განცხადება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ მოსამართლეების ბოლო დანიშვნა ეწინააღმდეგება ამბიციური სასამართლო რეფორმის ჩატარების დაპირებებს. უნდა ვთქვა, რომ ეს დანიშვნები აშკარად განხორციელდა ევროპის საბჭოს, ეუთო-ს კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან ევროკავშირი და აშშ, რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ.

ასე რომ, არ არის საკითხავი, თუ რა პოზიცია გვაქვს ამ საკითხზე. ჩვენ ვცადეთ, ჩავრთულიყავით უფრო მჭიდრო დიალოგში, რათა ჩვენ წინაშე არსებულ პროცესებთან დაკავშირებით ურთიერთგაგებისთვის მიგვეღწია. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ცხადია, რომ ეს არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს ევროპულ გზაზე სვლას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში