ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბა ქედაშიც. 21 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა ქართულ ოცნებას აქვს, მათ 15 მანდატი აქვთ.
საკრებულოში ოპოზიციის ექვსი წევრია - ოთხი ნაციონალური მოძრაობიდან, ერთი გახარიას პარტიიდან და ერთიც „ლელოდან“.
ახალ საკრებულოში ორი ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მხრიდან ამირან ცინცაძე იქნება, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო.