ომიკრონის მსოფლიო გავრცელება სწრაფია

02 დეკემბერი 2021, 19:49 1271 ნახვა

მსოფლიო ომიკრონის შტამთან ბრძოლას იწყებს. ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ. ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რის გამოც თეთრი სახლი ახალი რეგულაციების დაწესების საკითხს განიხილავს. მოგზაურებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, ქვეყანაში ვიზიტორთა მსურველთათვის კი ტესტირების გამკაცრება იგეგმება. საზღვარზე შეზღუდვებს ამკაცრებს ინდონეზიაც.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არავაქცინირებულებსა და რისკჯგუფში მყოფებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში