„მწვანე პასპორტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. ადვოკატი ლაშა შუკაკიძე ე.წ. მწვანე ბარათის ანტი კონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. მან სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანა. ამბობს, რომ მწვანე სტატუსი საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფს.
ასევე მოითხოვს, სანამ სარჩელის განხილვა არ დასრულდება მწვანე სტატუსის მოქმედება შეჩერდეს.