ღმერთმა შეარგოთ ეს კლანური სასამართლო, რომელიც წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარეს და ყველაფრის ფასად ინარჩუნებენ - ნაცვლიშვილი

01 დეკემბერი 2021, 15:18 1288 ნახვა

ფრაქცია ,,ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადაბარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლო კლანი ჩადიოდა ხელისუფლებაში მოსვლამდე და 2012 წლის შემდეგაც აგრძელებს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  დარბაზი პროტესტის ნიშნად დატპოვეს.

,,დემარშის ნიშნად დავტოვეთ ეს პროცესი, რომელიც არის არალეგიტიმური და მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით თუ ვინმეს საკითხი ესმის და გარეთ, ყველა ერთხმად ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, ჩატარებულიყო შეფასება აქამდე ჩატარებული რეფორმების, შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით მოსამართლეთა განწესება. 

''ქართული ოცნება" ტყუის, როცა ამბობს, რომ ოპოზიციას არც ერთი წინადადება არ წარმოუდგენია. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია ,,ლელომ" და ,,მიშელის რეფორმების ჯგუფმა" ერთად შევქმენით, ის ითვალისწინებს ქართულ რეალობას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლო სასამართლოს და როგორ უნდა შეირჩნენ მოსამართლეები, ისე რომ მათ ჰქონდეთ საზოგადოების და არა მმართველი პარტიის ნდობა.

ეს კანონპროექტი ჯერ წარვადგინეთ სამუშაო ჯგუფში, იყო სრული იგნორი. შემდეგ ჯერ კიდევ პირველ სექტემბერს დავაინიცირეთ ოფიციალურად. პასუხი ''ქართული ოცნებიდან" იყო კანონპროექტის განხილვის ორჯერ გადადება. 

ღმერთმა შეარგოთ ეს კლანური სასამართლო, რომელიც გადმოიბარეს წინა ხელისუფლებისგან, რომელსაც ყველაფრის ფასად ინარჩუნებენ, რადგან სწორედ  ეს სასამართლო არის მათი ძალაუფლების ერთ-ერთი ფორპოსტი დღეს'' - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი