უამინდობა

12 დეკემბერი 2016, 00:00 2081 ნახვა

ხულოში საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია, ხულო გოდერძის მიმართულებით მხოლოდ ორხიდიანი ავტოტრანსპორტითაა გადაადგილება შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკა მუშაობს. პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზეც, გადაადგილება თითქმის ყველა მაღალი ზონის სოფლებში შეზღუდულია და ამ დრომდე მიმდინარეობს თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა. რაც შეეხება  ელექტროენერგიას,  “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, შუქის მიწოდება უმეტეს აბონენტს უკვე აღუდგა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს. გადაადგილება თავუსუფალია ხულო-ხიჭაურის მიმართულებით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი