საკონსტიტუციო ცვლილებები - კიდევ ერთი მიზეზი კამათისთვის

30 ნოემბერი 2021, 19:45 902 ნახვა

თუ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ალბათობა გაჩნდება, იგი ცვლილებების გარეშე უნდა ჩატარდეს და დაგეგმილი საარჩევნო ბარიერის ცვლილება 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. - ასე ფიქრობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით,  თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ეს იქნება მათი კეთილი ნება და „პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის“. ამასთან, როგორც ის დასძენს, რომ ცვლილებების მიღება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე. ამ მოცემულობის გათვალისიწნებით, 2024 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი