11 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, წლის ბოლომდე გზების დეპარტამენტი ფინასურ რესურს 90 პროცენტით აითვისებს.
რაც შეეხება შეფერხებას, მთავარ გამოწვევად უწყება კლიმატურ პირობებს ასახელებს. რამდენიმე პროექტის შეუსრულებლობა კი როგორც ზაზა შავაძე განმარტავს, ჩავარდნილ ტენდერებს უკავშირებს.
ამბობს, რომ პანდემიის გამო არსებულ ფასთა სხვაობას ხშირად ვერ აზღვევენ კომპანიები და უარს ამბობენ ტენდერში მონაწილეობაზე.
შეგახსენებთ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი წელს 57 მილიონი ლარია, მომავალი წლის ბიუჯეტი კი წინასწარი განსაზღვრით 60 მილიონი.