''ოქროს ბურთი'' მესიმ მეშვიდედ მიიღო

30 ნოემბერი 2021, 09:58 781 ნახვა

პარიზში "ოქროს ბურთის" რიგით 65-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს - კარიერაში  ლიონელ მესიმ ეს ტიტული მეშვიდედ მოიგო. მან რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.

ლეოს პრიზი მეგობარმა და ყოფილმა გუნდელმა ლუის სუარესმა გადასცა. მესამე ადგილზე იტალიის ნაკრების ლიდერი ჟორჟინიო გავიდა.

კრიშტიანო რონალდო, რომელმაც დღეს მწვავედ გააკრიტიკა "ფრანს ფუტბოლის" რედაქტორი, ხუთეულშიც ვერ შევიდა - მან მე-6 ადგილი დაიკავა.

წელს მესამედ გათამაშდა "ოქროს ბურთი" ქალთა შორის და ამჯერად ჯილდო ბარსელონას ფეხბურთელს ალექსია პუტელიასს გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი