კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" მთელი მსოფლიოსთვის დიდ რისკს წარმოადგენს და შესაძლოა ზოგიერთ რეგიონში სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზი. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა შემდგომი გამოკვლევა, რათა მოხდეს უკეთესი გაგება, შეუძლია თუ არა ომიკრონს ვაქცინებით ან ვირუსის გადატანის შედეგად შეძენილი იმუნური დაცვისთვის გვერდის ავლა.