ქედაში მეწყრული პროცესები განვითარდა

12 დეკემბერი 2016, 00:00 3260 ნახვა

ოც ოჯახთან მისასვლელი გზა, ამ დრომდე  ჩაკეტილია სოფელ კოკოტაურში, ხოლო სოფელ ცხმორისში 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყერი განვითარდა სოფელ ახოსა და აბუქეთას საავტომობილო გზებზეც. ქედის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედაში სულ ათამდე მეწყრული პროცესი განვითარდა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 50 სანტიმეტრია და გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტოტრანსპორტითაა შესაძლებელი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი