''სამგურალი'' VS ბათუმის “დინამო” 

29 ნოემბერი 2021, 10:03 739 ნახვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს დინამო ბათუმიც, თუმცა სამგურალის წინააღმდეგ, წყალტუბოში ნაჩვენებ შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინაიდან სამტრედიაში გამართულ მატჩში დინამო თბილისმა ადგილობრივ გუნდს ვერ მოუგო, ეს კი ნიშნავდა, რომ ბათუმის დინამო არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. 35 მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 20 გამარჯვება, 11 ფრე და სამი მარცხი აქვს. დინამომ გაიტანა 68 და გაუშვა 25 გოლი.

4 დეკემბერს ჩემპიონატის ბოლო ტურში ზღვისპირელები გორის დილას უმასპინძლებენ და ჩემპიონის ტიტულს გულშემატკივრებთან ერთად ოფიციალურად ჩაიბარებენ.

დინამო ბათუმისა და სამგურალის მატჩი დღეს, 13:30 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მოკლე საინფორმციო გამოშვებას ტაიმებს შორის შესვენების დროს შემოგთავაზებთ,  ახალ ამბებს ფეხბურთის დასრულების შემდეგ, 15 საათსა და 15 წუთზე შემოგთავაზებთ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში