გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, რის გამოც აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება. ორდღიანი თოვის შედეგად ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის 87-ე და 55-ე მონაკვეთებზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დღის მეორე ნახევარში მაღალი გამავლობის და ჯაჭვიანი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება, სამუშაოებს ექვსი ერთეული ტექნიკა ასრულებს.