მოსამართლეთა მოსმენა გრძელდება

26 ნოემბერი 2021, 20:08 362 ნახვა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დასრულდა. ბოლო გამომსვლელი თეა ძიმისტარაშვილი იყო.

დეპუტატების ინტერესის სფერო მოსამართლის ბიოგრაფია და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შეფასება წარმოადგენდა.

მოქალაქეების წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, მოსამართლეებს გულწრფელობა აკლიათ, რადგან ყველა მათგანი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემაში არანაირი პრობლემა არ იყო. მმართველი პარტიის წევრი გურამ მაჭარაშვილი, 2012 წელს "ქართული ოცნების" შემომწირველების საქმეს შეეხო, რომლის ერთ-ერთი მოსამართლეც მისი თქმით, თეა ძიმისტარაშვილი იყო.

თეა ძიმისტარაშვილის თქმით, მას საქმის დეტალები არ ახსოვს, თუმცა ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო. მანამდე კი კითხვებს ნინო სანდოძე პასუხობდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში