უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა

26 ნოემბერი 2021, 18:00 802 ნახვა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნინო სანდოძის მოსმენა დაასრულა, ძირითადი კითხვები მის პროფესიულ საქმიანობასთან და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დაისვა. ახლა კი თეა ძიმისტარაშვილს უსმენენ. 

პროცესს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ. მათი განცხადებით, მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, არ ავადებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს და არ ატარებს სასამართლო რეფორმას. რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი