ეს არის რუსული ტიპის მმართველობა, ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რომ ამ ქვეყანაში სულ ასეთი არეულობა იყოს - მამუკა ხაზარაძე

26 ნოემბერი 2021, 14:19 814 ნახვა

არც ერთ ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი - ეს არის ნონსენსი და ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და სწორედ ეს უნდა “ქართულ ოცნებას”,- ასე გამოეხმაურა “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ” აზრი დაუკარგა დემოკრატიას და გადასულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე.

“ქართულმა ოცნებამ” აზრი დაუკარგა დემოკრატიას და გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის აღსრულებაზე - ყველა მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნებაზე. არც ერთ ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველო არ მიეკუთვნება “ქართული ოცნების” ხელში, არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს არის ნონსენსი. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და სწორედ ეს უნდა “ქართულ ოცნებას”. ეს არის რუსული ტიპის მმართველობა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რომ ამ ქვეყანაში სულ ასეთი არეულობა იყოს." - მამუკა ხაზარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში