არ მივცემთ საშუალებას "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ჩაშალოს ხვალინდელი საკრებულოს სხდომა - ტიტე აროშიძე

25 ნოემბერი 2021, 20:44 1402 ნახვა

ტიტე აროშიძე, დღეს ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხვალინდელი სხდომის ჩაშლის უფლებას არ მისცემენ.

"მე მინდა ასევე გამოვეხმაურო დღეს მომხდარ ფაქტს, რომელიც დაფიქსირდა ბათუმის ბიუროს სხდომაზე ამით რეალურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჩვენა თავისი სახე. მე მინდა ვთქვა, რომ არავინ არ მისცემს საშუალებას უპრეცედენტოდ გახსნილი ბიუჯეტი რომელიც 2022 წლისთვის განკუთვნილია ქალაქის ყველა იმ პრობლემის გადაჭრაზე და გამოწვევაზე, მისი მოცულობა შეადგენს 254 მილიონ ლარს. არ მივცემთ საშუალებას, "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ჩაშალოს ხვალინდელი საკრებულოს სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა გავლილია.  მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ყველა წარმომადგენელი ღებულობდა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას, მათ აქვთ მორალური, პოლიტიკური და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება მიიღონ, აღნიშნული ბიუჯეტი. მინდა ვკითხო "ნაციონალური მოძრაობის წევრებს" ერთი შენიშვა, კორექტირება თუ შეიტანეს ბიუჯეტში. ბიუჯეტის განხილვის სხდომებს "ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ ესწრებოდა. 

მე, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, და ვთხოვ, რომ ხვალისთვის მაქსიმალურად უზრუნველყონ საკრებულოს შენობის დაცვა და საკრებულოს სხდომის ნორმალურ პირობებში ჩატარება, მე დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო მიიღებს ხვალისთვის ბიუჯეტს და არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ გააჩეროს ქალაქი თუნცად რამდენიმე თვით, რისი მცდელობაც მათ გააჩნიათ, მოწადინებული არიან, რომ ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, რასაც ყველანაირი გზით ცდილობენ", - აცხადებს ტიტე აროშიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი