კოვიდვითარება და მწვანე პასპორტები

25 ნოემბერი 2021, 19:41 205 ნახვა

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა ოდნავ შემცირდა, თუმცა ვითარება არის ისევ საყურადღებო. ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებულია. 1 კვირაში კი ქვეყანაში კოვიდ „მწვანე ბარათები“ ამოქმედდება. არ არის გამორიცხული, კორონავირუს გადატანილებს უვადო მწვანე სტატუსი გააუქმდეთ. ასე ფიქრობს მაგალითად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.ამ საკითხზე , რომ კონსულტაცოები გაგრძელდება დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმაც.  რადგან სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს რეინფიცირების საკმაო რაოდენობის მაგალითები არამარტო მსოფლიო მასშტაბით, არამედ საქართველოშიც. კოვდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით მსოფლიოში არ არსებობს გარკვეული მოდელი, თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი და რა რაოდენობის ანტისხეულები შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში