ბათუმის ''დინამო'' თასის ნახევარფინალში ''საბურთალოსთან'' დამარცხდა

24 ნოემბერი 2021, 20:01 1036 ნახვა

ბათუმის ''დინამო'' საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებას ნახევარფინალში გამოეთიშა. თბილისში ''მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე'' ''საბურთალომ'' ბათუმის ''დინამო'' მიიღო და 2-1 დაამარცხა.

  • 34-ე წუთზე მანდრიჩენკომ ანგარიში გახსნა და დედაქალაქელები წინ გავიდნენ. პირველი ნახევარი ''საბურთალომ'' მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო.
  • 54-ე წუთზე კი ნონიკაშვილმა სხვაობა უფრო სოლიდური გახადა და თბილისელები 2-0 წინ გავიდნენ.
  • 83-ე წუთზე ''საბურთალოს'' საჯარიმოში ბათუმელთა ფორვარდის გიორგი ნიქანაძის წინააღმდეგ ლევან კაკუბავამ წესები დაარღვია და დედაქალაქელების კარში თერთმეტრმეტრიანი დაინიშნა.
  • პენალტის რეალიზება ზუსტად ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოახერხა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

მატჩის ბოლო წუთებში ''დინამო'' შეტევას ცდილობდა თუმცა ''საბურთალომ'' თავის დაცვით მოახერხა და ანგარიში შეინარჩუნა.

თბილისის ''საბურთალო'' საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც წყალტუბოს ''სამგურალს'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი