18 წელი ''ვარდების რევოლუციიდან'' - რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო

23 ნოემბერი 2021, 17:48 1034 ნახვა

''ვარდების რევოლუციის'' მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით აქცია იმართება. მოქალაქეები თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით ცოცხალ ჯაჭვში დგანან. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ წითელი ვარდები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 

მათივე თქმით, აქციით კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.

აქციის ორგანიზატორი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა''. მათი თქმით, შსს-ს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის თხოვნით მიმართეს, თუმცა, უწყებამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა - ჯაჭვი მანქანების მოძრაობის ფონზე შეიკრა.

''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ სახელმწოფომ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე, ცხოვრება შეიცვალა ყველა მიმართულებით, უკეთესობისკენ. უიმედობის ნაცვლად გაჩნდა პერსპექტივა. კრიმინალი დამარცხდა, ასევე კორუფცია, ის რაც ბევრს წარმოუდგენელი ეგონა 2003 წლის 23  ნოემბრამდე. განათლების სისტემაში ქრთამს აღარ იღებდნენ, ექიმებს ფულს ''ჯიბეში არ ჩაუკუჭავდი'', გაის ნაცვლად საპატრულო პოლიცია შეიქმნა.  

ამ ყველაფრის გადაფასება და ისტორიის გაყალბება ვერასოდეს ვეღარ მოხდება. ისტორიული დღე იყო, საზოგადოება გაერთიანდა. ოპოზიციურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველამ გააკეთა დასკვნა, რომ საჭირო იყო ცვლილებები და ეს მოახდინეს. 

დღესაც ჩვენ გვმართებს ერთობა, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დავბადოთ რწმენა'' - განაცხადა ნიკა მელიამ. 

2003 წლის 23 ნოემბერს ,,ვარდების რევოლუცია'' მოხდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი