იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მე-3 გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა. ლევანმა მე-10 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ამ დროისთვის ქართველის ბალანსი 3-7 ზე არის. შეგახსენებთ რომ ტრამვის გამო ტოჩინოშინმა 4 ბრძოლა გამოტოვა და ეს შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა.
დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ყველას მოგება სჭირდება.
ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად კი მინიმუმ 2 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.
ნოემბრის სუპერტურნირის მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება.