მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება შეიძლება გახდეს საჭირო.
როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ინეზა სულამანიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია.