გოდერძზე სათხილამურო სეზონი გაიხსნა

10 დეკემბერი 2016, 00:00 4015 ნახვა

კურორტ გოდერძზე სათხილამურო სეზონი  დღეს ოფიციალურად გაიხსნა.  კურორტს ერთდროულად 100 ვიზიტორის მიღება შეუძლია, ამ დროისთვის სასტუმროების ყველა ნომერი დაჯავშნილია. ახალ გახსნილ კურორტზე 7 საცხოვრებელი ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს, სამომავლოდ კი 2 სასტუმროს გახნსა იგეგმება. აქ, გონდოლის და ბაბლის ტიპის  ორი საბაგირო გზაა, სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.  სეზონის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლებისა  და  აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კურორტმა გასულ წელს სეზონის განმავლობაში 7 ათას ვიზიტორს უმასპინძლა, წელს კი „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“  25 %-იან  ზრდას ელოდებიან.  სეზონის გახსნის ცერემონიალში აჭარის სხვადასხვა სათხილამურო სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ, სპეციალურად მათთვის მოეწყო  სივრცე, სადაც ბავშვებს ანიმატორები ართობდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი