ბათუმის "დინამომ" გაიმარჯვა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

20 ნოემბერი 2021, 19:54 1191 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 34-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "თელავი" მიიღო და 2-0 დაამარცხა. პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევარში კი შავიზღვისპირელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და 72-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა ანგარიში გახსნა.

საგოლე გადაცემა ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა. მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე გაფრინდაშვილმა იდეალური დარტყმით დუბლი შეასრულა და "დინამომ" 2-0 გაიმარჯვა.

მსგავსი ანგარიშით იმარჯვა ბათუმელთა კონკურენტმა თბილისის "დინამომ". დედაქალაქელებმა "შუქურა" საკუთარ კედლებში 2-0 დაამარცხეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სატურნირო ცხრილში 71 ქულით ბათუმის "დინამო" პირველია. თბილისის "დინამოს" კი 66 ქულა აქვს.

ჩემპიონატის 35-ე ტურში ბათუმელები გასვლაზე წყალტუბოში "სამგურალთან" ითამაშებენ. ამ შემთხვევაში ბათუმის "დინამოს" ფრეც ჰყოფნის ისტორიაში პირველად გახდეს საქართველოს ჩემპიონი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში