ხულოში, ხულო-ქედლების მონაკვეთზე, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადმოჰყავს. მესამე პირი კი, ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებიან.
აჭარის მაუწყებელი აზუსტებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება მოგვიანებით შემოგთავაზებთ.