მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანამდე ელენე ხოშტარია მედიკამენტებსა და გადასხმებზე უარს ამბობს

19 ნოემბერი 2021, 10:14 856 ნახვა

''დროას'' ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს და უარს ამბობს გადასხმებზეც. 

''გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!'' - წერს ელენე ხოშტარია. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი