ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ტრამვის შემდეგ ნოემბერის ბაშოზე გამარჯვებით დაბრუნდა.
ტოჩინოშინმა ტურნირის წინა დღით წელის ტრამვა მიიღო და კიუშუს ბოშოს 4 საბრძოლო დღე გამოტოვა.
მეხუთე საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
კიუშუ ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება.
ქართველ სუმოისტს ელიტაში დასარჩენად მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება.