დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ

17 ნოემბერი 2021, 14:28 802 ნახვა

მეოთხე დღეა შიმშილობს პარლამენტის სხდომათა დარბაზთან 9 დეპუტატი.   ამბობენ, რომ მათი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით შესუსტებულია, თუმცა აცხადებენ, რომ პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

პარლამენტში უკვე მეორე კვირაა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს მოძრაობა ,,დროას“  ლიდერი ელენე ხოშტარია. მას ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდის   ლიდერები შეხვდნენ.   

მოშიმშილე დეპუტატები პარლამენტში დღესვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ სურდა დამატებითი ინფორმაციების მიღება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, გასცა რეკომენდაციებიც, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და მივიდნენ გარკვეულ კონსესუსამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში