უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიაწოდა. მათ შორის როგორც ამბობს, ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და ასევე უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას.
იმედი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.