სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება - გაბუნია

16 ნოემბერი 2021, 13:22 871 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ ინფიცირებულთა რიცხვიც შემცირდება. თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს მობილობა. 

''დღეს მთავარი არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი, ბუნებრივია არის მობილობის მაჩვენებელი. თუნდაც მიმდინარე აქციები. ასე, რომ ძალიან საყურადღებოა დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ და ვაქცინაციის პროგრამა, რაც შეიძლება გავააქტიუროთ. ბუნებრივია ის ინტერვალი, რაც არის დაწესებული აცრებს შორის უნდა დავიცვათ, სხვაგვარად ამას ვერ გავაკეთებთ. მოქალაქეების აქტიურობა არის მნიშვნელოვანი'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში