ვაქცინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 000 აჭარბებს, რაც იმედისმომცემია - თამარ გაბუნია 

16 ნოემბერი 2021, 13:11 724 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ პირთა წახალისების სქემამ ვაქცინაციის პროცესს სტიმული მისცა. 

თამარ გაბუნიას თქმით, ასევე გრძელდება ''ბუსტერ'' დოზების ადმინისტრირება და განსაკუთრებით აქტიურობენ 18-დან 49 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები.  

''8 ნოემბრიდან ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა 60 წელს გადაცილებულ პირთა წახალისების სქემა. ამან გარკვეულად  ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას სტიმული მისცა და პროგრამა გაფართოვდა.

ვაქცინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 000 აჭარბებს, რაც იმედისმომცემია და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. 

ასევე მიმდინარეობს ''ბუსტერ'' დოზების ადმინისტრირება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. განსაკუთრებით ბუსტერ დოზების გამოყენება მაღალია 18-დან 49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. 

რაც შეეხება 12-დან  15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა აქამდე,  16-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი აცრილია 11 000-ზე მეტი მოზარდი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება'' - განაცხადა გაბუნიამ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი